ჩვენი ტრენინგის მიზანი არის პროექტებით სწავლება. დიდი ინტერესი მაქვს აღნიშნული ტრენინგის მიმართ. ჩემი ამ ტრენინგზე ყოფნის მთავარი მიზანი არის უკეთ შევისწავლო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის შექმნა.
მსურს ჩემს მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თავადაც შექმნან პროექტები, რაც დაეხმარებათ სასწავლო პროექტის გაუმჯობესებაში.
პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ინტელის პროგრამას რაც ძალიან დამეხმარება ჩემი შემდგომი კარიერული წინსვლისთვის.
მეორე დღეს შევისწავლეთ ბუკლეტების, ბროშურების მომზადების წესი. გავეცანით ბუკლეტის დამზადების რამოდენიმე წესს.
No comments:
Post a Comment