1. პროექტის სახელწოდება : თანდებულიანი ბრუნვები იაკობ ხუცესის " წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაის" მიხედვით .
2. პროექტის მთავარი იდეა : გაეცნონ ბავშვები ძველი ქართული ენას და მის თავისებურებებს.
3. პროექტის აქტუალობა : გაეცნობიან ძველი ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და ძველ ქართულ ენას .
4. პროექტის მიზნები : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად , დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალებს თანდებულიან ბრუნვებთან დაკავშირებით . ასევე გაეცნობიან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ნიმუშს .
5. მონაწილეთა ასაკი : X კლასი
6 .ვადები / ხანგრძლივობა : 3 კვირა
7 .მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები გააკეთებენ საინტერესო პრეზენტაციას . ისინი გააცნობენ მსმენელებს ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელ თანდებულიან ბრუნვებს , შეადარებენ თანამედროვე ქართულ ენასთან .
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ი.ცურტაველის " შუშანიკის წამების " ტექსტი ; ძველი ქართული და თანამედროვე ქართული ენის სახელმძღვანელოები; ინტერნეტი .
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) :
აქტივობა 1 : მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას თანდებულიან ბრუნვებზე . მოიძიებენ ტექსტს .
აქტივობა 2 : წაიკითხავენ " შუშანიკის წამებას " და ამოწერენ თანდებულიან ბრუნვბს .
აქტივობა 3 : დააჯგუფებენ თანდებულებს ბრუნვების და თავისებურებების მიხედვით .
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქართული ენის ისტორიული წყაროები , საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა , ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწარმოების გაცნობა .
11. პროექტის ხელმძღვანელი : ნინო ჯინჭველაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : ninojinchvelashvili@gmail.com
13 .პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი : jinchvelashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment