ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, რომლებიც ხუთ ძირითად კატეგორიებად დაიყო. შევეცადეთ ამ ხუთი სტარტეგიის მიხედვით გაგვეწერა შეფასების დროის ჩარჩო ჩვენი პროექტისათვის.
მეორე აქტივობა იყო, პრეზენტაციის მომზადება პოვერ პოინტის საშუალებით ჩვენი პროექტისათვის. პრეზენტაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი თემის მოკლე აღწერა, რომელსაც ამ აქტივობის დროს ჩამოვაყალიბებთ; ჩვენი სამიზნე სტანდარტები და მიზნები; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა.
No comments:
Post a Comment