Sunday, October 21, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს ჩვენ მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევასრულეთ დავალებები. შევისწავლეთ პრეზენტაციისა და ბუკლეტის მომზადება. მოვახდინეთ მოსწავლეთა შეფასება სხვადასხვა რუბრიკის მიხედვით. გავეცანით ბუკლეტის, პრეზენტაციისა და აფიშის შექმნის სხვადასხვა სტრატეგიებს.

Saturday, October 20, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ჩვენ გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმავთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობებს ჩვენი თემის ფარგლებში.
ეს მოდული დამეხმარა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ გაუმჯობესების მიზნით , ასევე როგორ უნდა ვუზრუნველყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება.ამ აქტივობის ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა საშუალება მოვიფიქროთ, თუ როგორ ჩავრთოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები - კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები - ჩვენს თემაში
მოცემულ მოდულში ინტერნეტის გამოყენების მრავალი გზა განვიხილეთ. 
გავეცანით ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საიტს ict.tpdc.ge-ს



Sunday, October 14, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, რომლებიც ხუთ ძირითად კატეგორიებად დაიყო. შევეცადეთ ამ ხუთი სტარტეგიის მიხედვით გაგვეწერა შეფასების დროის ჩარჩო ჩვენი პროექტისათვის.
მეორე აქტივობა იყო, პრეზენტაციის მომზადება პოვერ პოინტის საშუალებით ჩვენი პროექტისათვის. პრეზენტაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი თემის მოკლე აღწერა, რომელსაც ამ აქტივობის დროს ჩამოვაყალიბებთ; ჩვენი სამიზნე სტანდარტები და მიზნები; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. 

Saturday, October 13, 2018

მესამე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ტრენერმა ნათლად გაგვაცნო მესამე დღის მიზანი.
გავეცანით საგნობრივ სტანდარტებს, თუ როგორ შევუსაბამოთ ჩვენს პროექტს. შევისწავლეთ სასწავლო მიზნებისა და სწავლის შედეგების დაწერა,დახარისხება.
საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დამუშავება.

მესამე დღის მეცადინეობა გამომადგება შემდგომში, რომ უკეთ დავგეგმო მომავალში ჩემი სასწავლო პროექტები.
დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო და ამომწურავი მეცადინეობისათვის.

Sunday, October 7, 2018

პირველი - მეორე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგის მიზანი არის პროექტებით სწავლება. დიდი ინტერესი მაქვს აღნიშნული ტრენინგის მიმართ. ჩემი ამ ტრენინგზე ყოფნის მთავარი მიზანი არის უკეთ შევისწავლო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის შექმნა.  
მსურს ჩემს მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თავადაც შექმნან პროექტები, რაც დაეხმარებათ სასწავლო პროექტის გაუმჯობესებაში.
პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმას,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ინტელის პროგრამას რაც ძალიან დამეხმარება ჩემი შემდგომი კარიერული წინსვლისთვის.
მეორე დღეს შევისწავლეთ ბუკლეტების, ბროშურების მომზადების  წესი. გავეცანით ბუკლეტის დამზადების რამოდენიმე წესს. 

Tuesday, July 5, 2011

1. პროექტის სახელწოდება : თანდებულიანი ბრუნვები იაკობ ხუცესის " წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაის" მიხედვით .

2. პროექტის მთავარი იდეა : გაეცნონ ბავშვები ძველი ქართული ენას და მის თავისებურებებს.

3. პროექტის აქტუალობა : გაეცნობიან ძველი ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და  ძველ ქართულ ენას .

4. პროექტის მიზნები : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად , დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალებს თანდებულიან ბრუნვებთან დაკავშირებით . ასევე გაეცნობიან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ნიმუშს .

5. მონაწილეთა ასაკი :  X  კლასი

6 .ვადები / ხანგრძლივობა :  3 კვირა

7 .მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები გააკეთებენ საინტერესო პრეზენტაციას . ისინი გააცნობენ მსმენელებს ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელ თანდებულიან ბრუნვებს , შეადარებენ თანამედროვე ქართულ ენასთან .

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ი.ცურტაველის " შუშანიკის წამების " ტექსტი ; ძველი ქართული და თანამედროვე ქართული ენის სახელმძღვანელოები;  ინტერნეტი .

9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) :

აქტივობა 1 : მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას თანდებულიან ბრუნვებზე . მოიძიებენ ტექსტს .
აქტივობა 2 : წაიკითხავენ " შუშანიკის წამებას " და ამოწერენ თანდებულიან ბრუნვბს .
აქტივობა 3 : დააჯგუფებენ თანდებულებს ბრუნვების და თავისებურებების მიხედვით .


10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქართული ენის ისტორიული წყაროები , საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა , ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწარმოების გაცნობა .

 11. პროექტის ხელმძღვანელი : ნინო ჯინჭველაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : ninojinchvelashvili@gmail.com

13 .პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი : jinchvelashvili.blogspot.com