ტრენინგის მეექვსე დღეს ჩვენ მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევასრულეთ დავალებები. შევისწავლეთ პრეზენტაციისა და ბუკლეტის მომზადება. მოვახდინეთ მოსწავლეთა შეფასება სხვადასხვა რუბრიკის მიხედვით. გავეცანით ბუკლეტის, პრეზენტაციისა და აფიშის შექმნის სხვადასხვა სტრატეგიებს.
Sunday, October 21, 2018
Saturday, October 20, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს ჩვენ გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმავთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობებს ჩვენი თემის ფარგლებში.
ეს მოდული დამეხმარა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ გაუმჯობესების მიზნით , ასევე როგორ უნდა ვუზრუნველყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება.ამ აქტივობის ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა საშუალება მოვიფიქროთ, თუ როგორ ჩავრთოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები - კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები - ჩვენს თემაში
მოცემულ მოდულში ინტერნეტის გამოყენების მრავალი გზა განვიხილეთ.
გავეცანით ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საიტს ict.tpdc.ge-ს
Sunday, October 14, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, რომლებიც ხუთ ძირითად კატეგორიებად დაიყო. შევეცადეთ ამ ხუთი სტარტეგიის მიხედვით გაგვეწერა შეფასების დროის ჩარჩო ჩვენი პროექტისათვის.
მეორე აქტივობა იყო, პრეზენტაციის მომზადება პოვერ პოინტის საშუალებით ჩვენი პროექტისათვის. პრეზენტაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი თემის მოკლე აღწერა, რომელსაც ამ აქტივობის დროს ჩამოვაყალიბებთ; ჩვენი სამიზნე სტანდარტები და მიზნები; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა.
Saturday, October 13, 2018
მესამე დღის რეფლექსია
ჩვენი ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ტრენერმა ნათლად გაგვაცნო მესამე დღის მიზანი.
გავეცანით საგნობრივ სტანდარტებს, თუ როგორ შევუსაბამოთ ჩვენს პროექტს. შევისწავლეთ სასწავლო მიზნებისა და სწავლის შედეგების დაწერა,დახარისხება.
საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დამუშავება.
მესამე დღის მეცადინეობა გამომადგება შემდგომში, რომ უკეთ დავგეგმო მომავალში ჩემი სასწავლო პროექტები.
დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო და ამომწურავი მეცადინეობისათვის.
გავეცანით საგნობრივ სტანდარტებს, თუ როგორ შევუსაბამოთ ჩვენს პროექტს. შევისწავლეთ სასწავლო მიზნებისა და სწავლის შედეგების დაწერა,დახარისხება.
საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დამუშავება.
მესამე დღის მეცადინეობა გამომადგება შემდგომში, რომ უკეთ დავგეგმო მომავალში ჩემი სასწავლო პროექტები.
დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო და ამომწურავი მეცადინეობისათვის.
Sunday, October 7, 2018
პირველი - მეორე დღის რეფლექსია
ჩვენი ტრენინგის მიზანი არის პროექტებით სწავლება. დიდი ინტერესი მაქვს აღნიშნული ტრენინგის მიმართ. ჩემი ამ ტრენინგზე ყოფნის მთავარი მიზანი არის უკეთ შევისწავლო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის შექმნა.
მსურს ჩემს მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თავადაც შექმნან პროექტები, რაც დაეხმარებათ სასწავლო პროექტის გაუმჯობესებაში.
პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ინტელის პროგრამას რაც ძალიან დამეხმარება ჩემი შემდგომი კარიერული წინსვლისთვის.
მეორე დღეს შევისწავლეთ ბუკლეტების, ბროშურების მომზადების წესი. გავეცანით ბუკლეტის დამზადების რამოდენიმე წესს.
Subscribe to:
Posts (Atom)