Tuesday, July 5, 2011

1. პროექტის სახელწოდება : თანდებულიანი ბრუნვები იაკობ ხუცესის " წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაის" მიხედვით .

2. პროექტის მთავარი იდეა : გაეცნონ ბავშვები ძველი ქართული ენას და მის თავისებურებებს.

3. პროექტის აქტუალობა : გაეცნობიან ძველი ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და  ძველ ქართულ ენას .

4. პროექტის მიზნები : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად , დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალებს თანდებულიან ბრუნვებთან დაკავშირებით . ასევე გაეცნობიან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ნიმუშს .

5. მონაწილეთა ასაკი :  X  კლასი

6 .ვადები / ხანგრძლივობა :  3 კვირა

7 .მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები გააკეთებენ საინტერესო პრეზენტაციას . ისინი გააცნობენ მსმენელებს ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელ თანდებულიან ბრუნვებს , შეადარებენ თანამედროვე ქართულ ენასთან .

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ი.ცურტაველის " შუშანიკის წამების " ტექსტი ; ძველი ქართული და თანამედროვე ქართული ენის სახელმძღვანელოები;  ინტერნეტი .

9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) :

აქტივობა 1 : მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას თანდებულიან ბრუნვებზე . მოიძიებენ ტექსტს .
აქტივობა 2 : წაიკითხავენ " შუშანიკის წამებას " და ამოწერენ თანდებულიან ბრუნვბს .
აქტივობა 3 : დააჯგუფებენ თანდებულებს ბრუნვების და თავისებურებების მიხედვით .


10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქართული ენის ისტორიული წყაროები , საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა , ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწარმოების გაცნობა .

 11. პროექტის ხელმძღვანელი : ნინო ჯინჭველაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : ninojinchvelashvili@gmail.com

13 .პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი : jinchvelashvili.blogspot.com